მომღერალი ლარისა დოლინა ძალიან დიდ დროს უთმობს შვილიშვილებს, ცდილობს მუდამ თბილი ურთიერთობა ქონდეს მათთან, იყოს მეორე დედა და საუკეთესო მეგობარიც კი.
ამის დასტურია ის, რომ უქმეებზე მომღერალი და მისი შვილიშვილი საციგურაო შოუს ”სინდბადი და პრინცესა ანა”-ს ესტუმრნენ. ამის ამსახველი ფოტო ლარისამ სოც-ქსელის მეშვეობით გაუზიარა მომხმარებლებს. როგორც სურათიდან ჩანს, საშა ძალიან კარგად გრძნობს თავს ბებიის კალთაში და დიდი ინტერესით უყურებს შოუს.