რუსი მომღერალი ლარისა დოლინა სულ ახლახანს გახდა სოციალური ქსელის ”Instagram”-ის მომხმარებელი. მანამდე, სანამ ის ოფიციალურად გახდებოდა სოც.ქსელის წევრი, ხშირად ხედავდა ფეიქ–გვერდებს, სადაც მისი სახელი იყო გამოყენებული და სწორედ ასეთი გვერდების გამო გადაწყვიტა ოფიციალური გვერდის შექმნა.
ამჟამად მომღერლის ოფიციალურ გვერდზე, უამრავი ექსკლუზიური ფოტოს ნახვაა შესაძლებელი, რომლებსაც ის აქამდე არსად არ აქვეყნებდა. თუმცა, საცურაო კოსტიუმში გადაღებულ ფოტოს ყველაზე დიდი მოწონება და გამოხმაურება მოჰყვა. როგორც მისი გულშემატკივრები ამბობენ, მომღერალი კვლავაც შესანიშნავად გამოიყურება და ასეთი გვერდი მას დიდი ხნის წინ უნდა გაკეთებინა.