ლაშა ღლონტი: „ჩემი და ქეთის დუეტი ძალიან სახალისოა და ვფიქრობ, რომ საკონკურსოა…“

34

ლაშა ღლონტი „ოქროს ტალღაზე“ მუდმივად ხვდება, ხან, როგორც „ალილოს“ წარმომადგენელი და ხან – სოლოშემსრულებელი. ამჯერად, ანსამბლ „ალილოს“ სიმღერა სად იყო და სად არა“, საკონკურო ჩამონათვალში მოხვდა, ისევე, როგორც ლაშა ღლონტისა და ქეთი ფარესაშვილის დუეტი „ოქროყანის აღმართი“.

ლაშა ღლონტი:

რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულო ამბავია და დასაფასებელია. მინდა აღვნიშნო, რომ „ოქროს ტალღა“ პროფესიონალურად კეთდება. მე ჩემი პროფესია მაქვს და მთლად შოუბიზნესის წარმომადგენელი არ ვარ, მაგრამ მიხარია, რომ შოუბიზნესში ამ მხრივ ძვრებია.

ზოგადად, კონკურსები არ მიყვარს, მაგრამ ვფიქრობ, ჩემი და ქეთის დუეტი ძალიან სახალისოა და საკონკურსოა. ჩვენი დუეტი, რომელზეც დიდხანს ვფიქრობდით და ვმუშაობდით, პოპულარულია, ეს იყო ექსპერიმენტი, რომელმაც გაამართლა.

ეს იდეა ერთობლივად მოგვივიდა, მე და ქეთი დიდი ხნის მეგობრები ვართ, გვინდოდა დუეტის ჩაწერა, თუმცა დროში გაგვეწელა, რადგან დიდი ხანი დასჭირდა იმის მოფიქრებას, როგორ უნდა მოგვერგო ერთმანეთისთვის ჩვენი სტილი. მეც ავმღერდი ბრაზილიურად… უფრო მეტ კრიტიკას ველოდი, მაგრამ პირიქით, ბევრს მოეწონა და შეიყვარა ეს სიმღერა, რომელსაც, ჩემი აზრით, „ოქროს ტალღაზე“ წარმატების დიდი შანსი აქვს.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები