LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა კერვალიძე: „რადიოჰოლდინგმა „ფორტუნამ“ გააკეთა ის, რაც აქამდე არავის გაუკეთებია…“

72

Ardaidardo.Ge

„თეატრალურის კვარტეტის“ სიმღერა „დედა“ ამ ეტაპზე „ხალხის რჩეულის“ გამოსავლენად დაწყებულ გამოკითხვაში ათეულში შედის და მეშიდე ადგილზეა. კვარტეტის წევრს, ლაშა კერვალიძეს ვკითხეთ, რა დამოკიოდებულება აქვთ კონკურსის მიმართ.


ლაშა კერვალიძე:


ძალიან მოგვწონს კონკურსი, რადგან ის, რაც რადიოჰოლდინგმა „ფორტუნამ“ გააკეთა, აქამდე არავის გაუკეთებია – ამ დონისა და მასშტაბის ფესტივალი. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ჩვენ, შემოქმედი ადამიანები, მომღერლები, მთელი წლის განმავლობაში რასაც ვშრომობთ, ვწერთ სიმღერებს, ვაკეთებთ ახალ რეპერტუარს, რადიოს საშუალებით ვასმენინებთ ჩვენს უსაყვარლეს მსმენელებს, რომელთა აზრიც ჩვენთვის გადამწყვეტია და ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ყველაფერში გვეხმარება ჰოლდინგიც და მათ მიერ დაარსებული ფესტივალიც, გვაძლევს საბაბს, რომ უფრო მეტად ვშრომოთ და არ მოვდუნდეთ.

რაც შეეხება სიმღერას, ის ეკუთვნის ჯემალ სეფიაშვილს. მას ჩვენამდე არაჩვეულებრივად ასრულებდა ტრიო „ნატალი“, ჩვენ გაგვიჩნდა სურვილი, რომ ის შეგვესრულებინა. ამ თემაზე სიმღერებით არაა განებივრებული ჩვენი მსმენელი. გვინდოდა ამ სიმღერის ახალი ვერსიის ჩაწერა. ბატონ ჯემალს ვთხოვეთ ამის უფლება და ჩავწერეთ. გამოვიდა თბილი და ძალიან კარგი სიმღერა, ჩვენს დედიკოებს მოვეფერეთ (იღიმის).

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები