ლაშა რამიშვილი სიმღერით „ნუ გაიკვირვებ“ „ოქროს ტალღის“ ნომინანტია. რადიო „არ დაიდარდოს“ წამყვანი, მომღერალი და მსახიობი თავისი თაყვანისმცემლების აქტიურობით კმაყოფილია.
ლაშა რამიშვილი:
„ოქროს ტალღის“ ნომინანტებს შორის სიმღერის მოხვედრა ამ სიმღერის სხვა ეტაპზე გადასვლას ნიშნავს. არა მხოლოდ ჩემთვისაა კარგი, არამედ კომპოზიტორებისთვისაც, რომლებიც ახალ სიმღერებს ქმნიან. ნამდვილად არ აქვს იმას მნიშვნელობა, გახდება თუ არა გამარჯვებული. ხალხს რომ მოსწონხარ, ჩემთვის ესაა უფრო მნიშვნელოვანი.
ამ სიმღერას არაერთი გულშემატკივარი ჰყავს. ახლა ვუყურებ მონაცემებს და 900-ზე მეტი ხმა დააგროვა უკვე. ნელ-ნელა წინ მიდის. მადლობა ხალხს, რომ ჩემს სიმღერას ხმას აძლევენ.
ნინო მურღულია
