LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლე-მანის“ ორგანიზატორებმა LMP1-ის პირველი სპორტული პროტოტიპი დატესტეს

57

LMP1-ის პირველი სპორტული პროტოტიპი ავტოდრომზე გამოჩნდა. ავტომობილი, რომელიც მთლიანად წყალბადზე მუშაობს, ცნობილი რბოლის „ლე-მანის“ ორგანიზატორებმა დატესტეს. სიახლემ, რომელსაც სახელად LMPH2G ეწოდა, Adess LMP3-ის ბაზაზეა აწყობილი და მისი აგრეგატი წყალბადის ელემენტებზე მუშაობს. არსებული ინფორმაციით, LMPH2G ოთხი ელექტროძრავითაა აღჭურვილი და მისი ძალა მთლიანობაში 653 ცხენის ძალას უტოლდება. სპორტული პროტოტიპის მაქსიმალური სიჩქარე 300 კმ/სთ-ია. რაც შეეხება კონცეპტ-ქარ Pininfarina H2 Speed-ს, რომელიც LMPH2G-ის წინამორბედი გახდა, 2 ელექტროძრავი აქვს და 503 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. პირველი „ასეულის“ ასაკრეფად ავტომობილს 3,4 წამი სჭირდება და მისი მასქიმალური სიჩქარე 300 კმ/სთ-ია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები