LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლებრონ ჯეიმსი Intel-ის უპილოტო ავტომობილების სახე გახდა

43

ლებრონ ჯეიმსი Intel-ის უპილოტო ავტომობილების სახე გახდა. ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ მასობრივი აქცია წამოიწყო, რათა ადამიანებს უპილოტო ავტომობილების ნდობა ასწავლოს. სარეკლამო კამპანიის ვარსკვლავად კი ცნობილი ამერიკელი კალათბურთელი შეარჩიეს.

მსოფლიო ახალი ტექნოლოგიების მისაღებად უნდა მოემზადოს, სწორედ ამიტომ მასშტაბური ონლაინ-კამპანია დაიწყება და საზოგადოებას სიახლეებს ლებრონთან ერთად სხვა ცნობილი ადამიანებიც გააცნობენ.

აღსანიშნავია, რომ intel-ში ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ცოტა ხნის წინ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდა. აღმოჩნდა, რომ მძღოლთა 60%-ს უპილოტო ავტომობილების ეშინია და მათ საკუთარ სიცოცხლეს არასდროს ანდობდა.

https://youtu.be/8VzoqU5IQT4

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები