LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეგენდარული Ford Focus ST-ის ისტორია დასრულდა

103
ლეგენდარული Ford Focus ST-ის ისტორია დასრულდა

„დამუხტული“ ჰეტჩბეკის 20-წლიანი ისტორია დასრულდა. Ford Focus ST–ის წარმოება შეწყდა და ნოემბერში კონვეიერიდან უკვე სტანდარტული Focus–იც მოიხსნება. ბოლო ეგზემპლარი, რომელიც საწარმოო ხაზიდან 26 სექტემბერს ჩამოვიდა,  წითლად შეღებილი Focus ST იყო.

კომპანიამ არ გაამხილა, სად გაიყიდება ეს კონკრეტული ავტომობილი. Ford–ის წარმომადგენელმა ფინნ ტომასენმა დაადასტურა, რომ მოდელს პირდაპირი მემკვიდრე არ ეყოლება.

ლეგენდარული მოდიფიკაცია ST 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იწარმოებოდა. პირველი Focus ST ევროპაში 2002 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მოდელმა ოთხი თაობა გამოიცვალა. უკანასკნელი, მეოთხე თაობა, 2019 წელს გამოვიდა და 2,3-ლიტრიანი EcoBoost ბენზინის ძრავით იყო აღჭურვილი. ოთხ ცილინდრიანი აგრეგატი 280 ცხენის ძალას ავითარებდა. 2022 წელს ავტომობილმა ბოლო განახლება მიიღო.

ამგვარად, ჩვეულებრივი Focus–ის წარმოების შეწყვეტის შემდეგ, Ford–ის ევროპული მოდელური რიგიდან მსუბუქი ავტომობილები სრულად გაქრება და ადგილს მხოლოდ კროსოვერებსა და ყველგანმავლებს დაუთმობს. შეგახსენებთ, რომ სედანი Mondeo–ს წარმოება 2022 წელს შეწყდა, ხოლო პოპულარული ჰეტჩბეკი Fiesta კონვეიერიდან 2023 წელს მოიხსნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები