LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეიშმანიოზი

109
ლეიშმანიოზი

ლეიშმანიოზები პარაზიტულ დაავადებათა ჯგუფია, რომლებიც ყველაზე მეტადაა გავრცელებული მსოფლიოში და დიდ ზიანს აყენებს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ჯანმრთელობას. ცნობილია დაავადების 3 ფორმა: კანის ლეიშმანიოზი – დამახასიათებელია ხანგრძლივად მიმდინარე და  შეუხორცებადი წყლულების განვითარება. კან-ლორწოვანის ლეიშმანიოზი – რომლის დროსაც აღინიშნება, როგორც ლორწოვანი გარსების, ასევე კანის ლოკალური პათოლოგიური გადაგვარება. ვისცერული ლეიშმანიოზი – რომელიც ხასიათდება უპირატესად შინაგანი ორგანოების დაზიანებით, ხანგრძლივი ცხელებით, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით, მკვეთრი ლეიკოპენიით, ანემიით და დაავადების პროგრესირებადი მიმდინარეობით. ძირითადი რისკ ფაქტორებია: სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, კვების ნაკლებობა,  მოსახლეობის მიგრაცია, პროფესიული ფაქტორები, კლიმატის ცვლილება.

დაავადებისათვის დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, მოთენთილობა, ადინამია, ფერმკრთალობა, უმადობა. ელენთა და ღვიძლი გადიდებულია. ვითარდება ანემია. სპეციფიური მკურნალობის გარეშე ავადმყოფი შეიძლება დაიღუპოს. დიაგნოზში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ლეიშმანიების აღმოჩენას ძვლის ტვინში, ელენთაში, ღვიძლში, ლიმფურ კვანძებში. საქართველოში მოსკიტების აქტიურობის სეზონი იწყება ივნისის ბოლო კვირას ან ადრე ივლისის თვეში და მთავრდება სექტემბრის შუა რიცხვებში. მოსკიტების პოპულაციური რიცხოვნობის მაღალი პიკი ფიქსირდება ივლისის შუა რიცხვებში, რომელიც კლებას იწყებს აგვისტოს თვის მეორე ნახევარში. აღსანიშნავია, რომ მოსკიტების რიცხოვნობა დამოკიდებულია კლიმატურ და გარემო პირობებზე.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები