წარმატებულად ჩატარებული არაერთი კონცერტის შემდეგ, ლელა წურწუმიას საზაფხულო კონცერტები კვლავ გრძელდება. მომღერალი მორიგ კონცერტს 5 აგვისტოს გამართავს, ღონისძიება ბათუმში, კლუბში „სოჰო“ შედგება. კონცერტის დასაწყისი 23:00 საათი გახლავთ. ლელა წურწუმია მსმენელის წინაშე ბენდ „NONSTOP“-თან ერთად წარდგება.
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ვებგვერდზე tkt.ge. ბილეთის ფასი 30, 40, 50 ლარია.