საფრანგეთის ქალაქ ანტიბში, 45-ე ბავშვთა საერთაშორისო ტურნირი გაიმართა რაგბში, რომელშიც მეორედ მიიღეს მონაწილეობა კლუბ „ლელოს“ პატარა მორაგბეებმა.
საქართველო სამი ასაკობრივი კატეგორიით იყო წარმოდგენილი (2004-დან 2010 წლამდე). ქართველმა ბავშვებმა სამივე კატეგორიაში საპრიზო ადგილები აიღეს და რაც მთავარია ტურნირის ჩემპიონები გახდნენ.
ჩვენმა პატარებმა სულ 12 თამაში ითამაშეს, მოწანააღმდეგეები ძირითადად ფრანგულ-იტალიური გუნდები იყვნენ (ტურნირში მონაწილეობას ცალკე იღებდა მონაკოს სარაგბო გუნდი).
პატარებმა 12 თამაშიდან 11 მოიგეს, საშუალო ასაკის მორაგბეებმაც 12 თამაშიდან 11 მოიგეს და 1 ფრედ ითამაშეს, დიდებმა კი 12-დან 4 თამაში წააგეს, 3 ფრედ დაამთავრეს და 5 მოიგეს.
აღსანიშნავია, რომ „ლელოს“ პატარა მორაგბეებს შემოთავაზება აქვთ მონაკოს ფესტივალიდან, თუმცა საჭიროა სპონსორის გამოჩენა.
პატარა ლელოელებს მწვრთნელობას უწევენ მოქმედი ლელოელები სანდრო ქოიავა, გიორგი ჭყოიძე, ერეკლე კამლაძე, ლადო ქიზიყურაშვილი, ირაკლი ჯალაღონია, ზურაბ ხორბალაძე., ზურაბ ზაალიშვილი.