ლექს-სენი და ქეთი გომართელი: „იმედია, „ოქროს ტალღაზე“ ჩვენი მონაწილეობა წარმატებული იქნება…“

1007
ketigomarteli-leqseni19

11 ივნისს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გავიგებთ, ვინ გახდება წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიაზე 15 ნომინაციაში გამარჯვებულები. ღონისძიების სპეციალური სტუმარი არის მარკ მარტელი.

ლექს-სენი და ქეთი გომართელი „ოქროს ტალღაზე“ თავიანთი დუეტით არიან წარდგენილები.

ქეთი გომართელი:

ძალიან მიხარია, რომ ეს სიმღერა არის წარდგენილი „ოქროს ტალღაზე“ ეს იყო სუპერჰიტი და ახალი ვერსიაც აიტაცეს. ველოდები დიდ სიურპრიზებს „ოქროს ტალღისგან“.

ლექს-სენი:

სიმღერის „გესმოდეს“ გარემიქსებული ვარიანტია. თამამად ვიტყვი, რომ კარგი სიმღერა გამოგვივიდა. ვინც ძველი არ იცოდა, კარგად მიიღეს, ზოგი კი ამბობდა, რომ ძველს ჯობია. როცა ასე ხდება, ნიშნავს, რომ კარგი პროდუქტი გამოვიდა.

იდეა მოუვიდათ ქეთის და თამუნას. განვიხილეთ, როგორი უნდა ყოფილიყო. ჩავწერეთ „ბრავო რეკორდსში“, ჩაწერის პროცესი ძალიან სახალისო გამოვიდა.

ქეთი:

აქტირუად ვადევნებ თვალს „ოქროს ტალღაზე“. ყოველ წელს დიდი პროგრესი იგრძნობა. ყოველ წელს ვესწრები და წელს დიდი იმედით ვარ. იმედია, ჩვენი მონაწილეობა წარმატებული იქნება.

 

„ოქროს ტალღის” მხარდამჭერია პროექტი „ჩექინ ჯორჯია” და ქალაქ თბილისის მერია. დაჯილდოების წარმდგენია „ლიდერ ფუდი“, მარკ მარტელის სპონსორი პე-ეს-პე -ს ფრანგული ბრენდები, მასპინძელი სასტუმრო „ვინდამ თბილისი”, ოფიციალური გადამყვანი „თურქიშ ეარლაინსი”, ღონისძიების უსაფრთხოებაზე ზრუნავს დაცვის სამსახური ომეგა ემბეერი. პარტნიორები: „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი“, „ლუტეცია“, „მაგთი“. საინფორმაციო მხარდამჭერი „რუსთავი 2“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები