კომპანია Lexus-მა ლუკ ბესონის კინოსტუდიასთან EuropaCorp-თან ერთად კოსმოსური ხომალდის კონცეპტი შეიმუშავა. საუბარია Skyjet-ის კონცეპტუალურ ვერსიაზე, რომელიც სპეციალურად სამეცნიერო-ფანტასტიკური საგის – ,,Valerian and the city of a thousand planets”-თვის შეიქმნა.
ავტორების განცხადებით, Skyjet-ი მომავლის ავტომობილია. Lexus-ის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ კომპანიის დიზაინერებმა დაახლოებით 700 წლით გაუსწრებს დღევანდელობას და მომავლის კონცეპტი ააწყვეს. აღსანიშნავია, რომ კონცეპტუალურმა ხომალდმა შეინარჩუნა Lexus-ის ძირითადი სახე და სპორტული კუპეს LC-ის სტილშია გადაწყვეტილი.