LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიგის პლეი-ოფი გრანდების ჭიდილით იწყება

43

შვეიცარიულ ნიონში, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა და ევროპის საუკეთესო 16 გუნდმა მეტ-ნაკლებად თანაბარი და საინტერესო წყვილები შეადგინა. მაშ ასე:
16 თებერვალი და 9 მარტი
პსჟ – ჩელსი
ბენფიკა – ზენიტი

17 თებერვალი და 8 მარტი
გენტი – ვოლფსბურგი
რომა – რეალი

23 თებერვალი და 16 მარტი
არსენალი – ბარსელონა
იუვენტუსი – ბაიერნი

24 თებერვალი და 15 მარტი
ეინდჰოვენი – ატლეტიკო
დინამო კიევი – მანჩესტერ სიტი
თვალის ერთი გადავლებითაც ჩანს, თუ რომელი წყვილები იწვევს განსაკუთრებულ ინტერესს და სად უნდა ველოდოთ დიდ ბრძოლებს. ისე, ლიგის ამ ეტაპზე ნეიტრალური ქომაგისთვის ცოტა დასანანიც კია, როდესაც ასეთი გუნდები აწყდებიან ერთმანეთს და რომელიმე ბრძოლას უნდა ჩამოშორდეს. თუმცა მეორეს მხრივ ფეხბურთი სწორედ დიდი გუნდების ჯახით ფასობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები