„რუსთავი 2“-ის „შუადღის“ ყოფილი წამყვანი, ლიკა ევგენიძე, რამდენიმე წელია, მეუღლესა და ორ შვილთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. მისი მეუღლე ნიკა ალასანია გახლავთ, მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილი.
მიუხედავად იმისა, რომ ლიკა ნიუ-იორკში ცხოვრობს, საქართველოში ჩამოდის ხოლმე და ჟურნალების არცთუ იშვიათი სტუმარია, მისი საინტერესო ფოტოსესიები პერიოდულად ქვეყნდება სხვადასხვა გამოცემაში.
სოციალურ ქსელში მას რამდენიმე ფოტო უდევს საცურაო კოსტიუმში, საიდანაც ჩანს, რომ ლიკა შესანიშნავ ფორმაშია.