LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლილიამ“, „ვილმამ“ და „ოლგამ“ მსოფლიოში ყველაზე დიდი გვირაბის მშენებლობა დაიწყეს

106
„ლილიამ“, „ვილმამ“ და „ოლგამ“ მსოფლიოში ყველაზე დიდი გვირაბის მშენებლობა დაიწყეს

ყოველწლიურად 120 მილიონზე მეტი ტურისტი მიემგზავრება ალპებში, რათა ისრიალოს თხილამურებით, გაისეირნოს მთებში ან დატკბეს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და ვრცელი მთაგრეხილის ულამაზესი ხედებით. თუმცა მათგან თითქმის ვერავინ ხედავს იმას, რაც ახლა მთების სიღრმეში ხდება.

ალპებში მიმდინარეობს მსოფლიოში ყველაზე გრძელი რკინიგზის გვირაბის მშენებლობა, რომელიც იტალიასა და ავსტრიას დააკავშირებს. მისი სიგრძე 64 კილომეტრი იქნება.

იტალიელი და ავსტრიელი მუშები, რომლებიც ერთობლივად მუშაობენ გვირაბის გაყვანაზე, ერთმანეთს თითქმის 2,5 ათასი მეტრის სიღრმეში შეხვდნენ. მათ დაასრულეს მშენებლობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი – ე.წ. საპილოტე სადაზვერვო მონაკვეთი.

ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა „ლილიას“, „ვილმას“ და „ოლგას“ წყალობით – სწორედ ასე ჰქვიათ უზარმაზარ გვირაბგამყვან მანქანებს. იტალიელები ამბობენ, რომ სამუშაო ტექნიკას ყოველთვის ქალის სახელებს არქმევენ.

პროექტი არის ტრანსევროპული სატრანსპორტო ნაწილი, კერძოდ კორიდორის „სკანდინავია – ხმელთაშუა ზღვა“. მისი მიზანია გადაზიდვების მნიშვნელოვანი ნაწილის გადატანა რკინიგზაზე, რათა რეგიონში ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

ბრენერის უღელტეხილი, სადაც გვირაბი შენდება, ალპებში ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ მარშრუტად ითვლება. ყოველწლიურად ამ გზით გადის 2,5 მილიონზე მეტი სატვირთო მანქანა,  დაახლოებით 14 მილიონი მსუბუქი ავტომობილი და 50 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთი გადაიზიდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები