LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიონში გადასვლა ვალბუენას ძვირად დაუჯდა

41

საფრანგეთის ჩემპიონატის მეექვსე ტურში ”მარსელმა” ”ლიონს” უმასპინძლა, შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

”ველოდრომზე” მასპინძელთა ქომაგებმა ბანერი გადმოფინეს წარწერით:

“ნამდვილი მარსელელი მხოლოდ მარსელის “ოლიმპიკში” უნდა თამაშობდეს. ვალბუენა მოღალატეა”. – აღნიშნული ბანერი მატიე ვალბუენას ეხებოდა, რომელიც 2006 წლიდან მოყოლებული ”მარსელის” ღირსებას იცავდა. 2014 წელს მოსკოვის ”დინამოში” გადაბარგდა. ამ ზაფხულს სამშობლოში დაბრუნდა ”მარსელის” მოსისხლე მტერ ”ლიონში”

მატჩის 25-ე წუთზე, როდესაც სტუმრები დაწინაურდნენ, სტადიონზე ”მარსელის” გულშემატკივრებმა მატიე ვალბუენას მაკეტი გაუშვეს, რომელიც სიმბოლურად ჩამოახრჩვეს.

ამის შემდეგ თამაში დროებით შეწყდა. საბოლოოდ ის განახლდა და ფრედ, 1:1 დასრულდა.

30 წლის ფრანგმა შემთევმა 90 წუთი ითამაშა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები