LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლისაბონის ოკენარიუმი მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარეს

95

ლისაბონის ოკენარიუმი მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარეს. ტურისტული პორტალის TripAdvisor-ის მომხმარებლებმა, რომლებსაც მილიონობით ადამიანი შეადგენს, საუკეთესოდ სწორედ პორტუგალიის დედაქალაქში მდებარე ზღვის სამყარო მიიჩნიეს. ტურისტები ფიქრობენ, რომ მისი მონახულება ცხოვრებაში ერთხელ მაინც აუცილებელია.

მეორე ადგილი კი ევროპაში ყველაზე დიდ ოკენარიუმსა და გეოგრაფიულ პარკს, ვალენიის Oceanografic-ს მიანიჭეს.

შეგახსენებთ, რომ მოგზაურთა გამოხმაურებებზე დაყრდნობით შექმნილი პრემია “traveller’s Choice რამდენიმე კატეგორიას მოიცავს და ტურიზმის სფეროში გამორჩეულ ადგილებსა თუ სერვისებს ყოველწლიურად გამოარჩევენ ხოლმე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები