LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლისაბონმა World Travel Awards-ის სპეციალური ჯილდო მიიღო

67

„ერთი ქალაქის ტური“-თვის საუკეთესო ადგილი პორტუგალიის დედაქალაქი გახდა. ლისაბონმა World Travel Awards-ის სპეციალური ჯილდო მიიღო. სპეციალისტთა აზრით, მოკლევადიანი შვებულების გასატარებლად პორტუგალია საუკეთესო დანიშნულებაა. ხოლო, თუკი გავითვალისწინებთ იმას რომ ქვეყანა ტურისტთა ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის, შეფასება სავარაუდოდ, სწორია.

გამოცემა „Quotidien du Tourisme”-ს ინფორმაციით, World travel Awards-ის პრემია 1993 წლიდან არსებობს და მსოფლიო ბაზარზე საუკეთესო ტურისტულ დანიშნულებებს ყოველწლიურად აფასებს. რაც ყველაზე საინტერესოა, ხმის მიცემა ჩვეულებრივ მომხმარებლებს შორის ხდება და წელს საუკეთესო ადგილები 160 ქვეყნის წარმომადგენელმა 200 ათასმა მოგზაურმა შეარჩია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები