LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლივერპული აღარ არის პრემიერლიგის ფავორიტი: სიტის მოგება უფრო ფასობს

93
MANCHESTER, ENGLAND - JANUARY 03: (THE SUN OUT, THE SUN ON SUNDAY OUT)  Mohamed Salah of Liverpool with John Stones of Manchester City during the Premier League match between Manchester City and Liverpool FC at Etihad Stadium on January 3, 2019 in Manchester, United Kingdom. (Photo by Andrew Powell/Liverpool FC via Getty Images)

ინგლისის პრემიერლიგაში ამ წუთისთვის „ლივერპული“ და „სიტი“ იბრძვიან ჩემპიონობისთვის. ცოტა ხნის წინ გვარდიოლას გუნდი 7 ქულით ჩამორჩებოდა. ახლა სხვაობა მხოლოდ ქულაა. ვინ აიღებს მთავარ ტროფეის და რატომ?

 

ლივერპული მოიგებს პრემიერლიგას – 2.3-2.6

„წითლები“ მაგარ ფეხბურთს აჩვენებ(დნ)ენ, კლოპმა გუნდს პირველი ნომრით თამაში ასწავლა და მომაკვდინებელი კონტრშეტევები აქვს.

მთავარი ეფექტიანობაა: თუ ადრე მაგალითად „ბარნლის“ შეეძლო „ენფილდიდან“ ქულის წაღება, ახლა ასე აღარ ხდება. სტაბილურობა სატრანსფერო ბაზარზე მუშაობამ მოიტანა – ალისონი, ფაბინიო, კეიტა, შაქირი და რა თქმა უნდა ვან დეიკი.

რატომ მოიგებს კლოპი ლივერპულისთვის პირველ ტიტულს?

„ლივერპული“ გავარდა ინგლისის და ლიგის თასებიდან და გათავისუფლდა ზედმეტი თამაშებისგან. თანაც კლოპს საშუალება აქვს როტაციას მიმართოს და საკვანძო ფეხბურთელები დაასვენოს ხოლმე.
ვან დეიკი – მოგებული საჰაერო ორთაბრძოლების 73%, დუელების 77%, პასების სიზუსტე 95%.
ალისონი – სეივების 86.3%. „ლივერპულს“ ყველაზე ცოტა აქვს გაშვებული – 15 გოლი.
სალაჰი – 17 გოლი და ურთიერთაგება პარტნიორებთან: მომ და ფირმინიომ ერთმანეთისთვის 23-ზე მეტი საგოლე მომენტი შექმნეს, რაც საუკეთესო შედეგია პრემიერლიგაში. და ვინ არის მეორეზე? სალაჰი და მანე.


რამ შეიძლება შეუშალოს ხელი?

რა თქმა უნდა, კალენდარი. „წითლებმა“ „ოლდ ტრაფორდი“ მოილიეს (0:0). „ლივერპული“ თავის მატჩებს დიდწილად „სიტიზე“ ადრე ითამაშებს – ეს გარკვეულ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს („ლივერპულს“ სტუმრად დერბი უწევს „ევერტონთან“ და შინ თამაშები „ტოტენჰემთან“ და „ჩელსისთან“).
შეგახსენებთ, თანაბარი ქულების შემთხვევაში ჩემპიონი ბურთების სხვაობით ვლინდება, აქ ქი მერსისაიდელებს პრობლემები აქვთ – „სიტის“ 10-ით ჩამორჩებიან. ურთიერთშეხვედრებიც „ქალაქელების“ მხარესაა.

მანჩესტერ სიტი მოიგებს პრემიერლიგას 1.5-1.68

„სიტიმ“ უკვე 4-ჯერ წააგო, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ გუნდმა მოუკლო, თითქმის ყველა მაჩვენებელი ძველებურ ნიშნულზეა.
რა გააკეთა „სიტიმ“ ტიტულის შესანარჩუნებლად? იყიდა მარეზი როტაციისთვის, ასევე ისწავლა შეტევის აწყობა დე ბრუინის გარეშე, რომელსაც ცენტრში მშვენივრად ცვლიდა ბერნარდო სილვა.

რატომ მოიგებს გვარდიოლა მეორე ტიტულს ზედიზედ?

ტოპებიდან მარტო „იუნაიტედთან“ და „ტოტენჰემთან“ შეხვედრები დარჩა. როგორც ვთქვით, „ქალაქელებს“ ბურთების სხვაობის უპირატესობაც აქვთ. ალბათ გასული სეზონის გამოცდილებაც აქტივში ეთვლებათ.

შთამბეჭდავი ციფრები: 2.74 გოლი საშუალოდ მატჩში და 0.74 გაშვებული.
შემცირდა ბურთის ფლობის საშუალო პროცენტი – 4% და 1.5-ჯერ გაიზარდა ოფსაიდების რაოდენობა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ გუნდმა სწრაფ შეტევებს მოუმატა. ამით „ლივერპულს“ დაემსგავსა.


რამ შეიძლება შეუშალოს ხელი გვარდიოლას?

გვარდიოლას უნდა ყველა ტურნირი მოიგოს, რომელშიც მონაწილეობს. გუნდმა ლიგის თასის ფინალი ითამაშა კვირას და ჯერაც გამოდის ინგლისის თასზე. ამან კი შესაძლოა ფეხბურთელების ფიზიკურ ფორმაზე იმოქმედოს.

მარცხენა მცველის პოზიცია. თითქოს არიან დელფი, ზინჩენკო და ლაპორტა, მაგრამ ეს ის არ არის, რაც პეპს სურს. მენდი ტრავმირებულია და არავინ ციის როდის დაბრუნდება.
„სიტის“ გამოჭერა ჯერ კიდევ შეიძლება კონტრეშეტევაზე. ოპონენტებმა უკვე გამოიყენეს „ქალაქელების“ ჩავარდნა, მაგალითად „ჩელსიმ“ და „ლესტერმა“.

გვარდიოლა კლოპის წინააღმდეგ: ვინ წაიღებს ტიტულს?

ამ ეტაპზე შანსები 50/50. ორივე ღირსეულია. ბევრია დამოკიდებული ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლაზეც. თუ „ლივერპული“ გავარდა, დარჩენილ სეზონში უპირატესობას მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები