LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლივერპული შეიძლება ბილ გეითსმა იყიდოს

28

ESPN-ის ინფორმაციით, ”მაიკროსოფტის” დამაარსებელს, ბილ გეითსს და NFL-ის გუნდის, ”ნიუ ინგლანდ პატრიოტსის” მფლობელს, რობერტ კრაფტს ”ლივერპულის” ყიდვა შესთავაზეს.

კლუბის მეპატრონეები, ტომ ჰიკსი და ჯორჯ ჯილეტი ”ლივერპულის” გაყიდვაზე ჯერ კიდევ 2010 წელს დათანხმდნენ, როდესაც მიხვდნენ, რომ 2007 წელს კლუბის საყიდლად დახარჯულ ფულს ვერ აინაზღაურებდნენ.

ინფორმაცია მოულოდნელად გახდა ცნობილი, ორი კომპანიის: Mill Financial and Gillett-ისა და Royal Bank of Scotland-ის ”დოკუმენტების
ომის” შემდეგ. წყაროზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ბილ გეითსი ”ლივერპულის” შეძენით დაინტერესებულ პირებს შორის პირველ ადგილს იკავებს, თუმცა ჯერჯერობით მისი პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით უცნობია.
კლუბის თავმჯდომარემ, სერ მარტინ ბროუტონმა დაადასტურა მოლაპარაკებების შესაძლებლობა როგორც გეითსთან, ასევე კრაფტთან, თუმცა მოგვიანებით ბობ კრაფტის წარმომადგენლებმა უარყვეს მისი ინტერესი მერსესაიდული კლუბის შეძენასთან დაკავშირებით.

ბილ გეითსის ქონება ბოლო მონაცემებით 79,7 მლრდ ევროს შეადგენს, კრაფტისა კი 4,9 მლრდ-ს.