ვისაც „ლივერპული“-„ბარსელონას“ თამაში არ უნახავს, უბრალოდ საცოდაობაა. მაგრამ ალბათ გოლებს მაინც ნახავთ, აქ კი მნიშვნელოვანი ციფრებია – ორიჯის გმირობიდან „ბარსელონას“ ჩავარდნამდე.
„ლივერპული“ ჩემპიონთა თასის ფინალში მეცხრედ გავიდა
მარტო „რეალს“ (16), „მილანსა“ (11) და „ბაიერნს“ (10) უთამაშიათ უფრო მეტჯერ.
„ლივერპული“ პირველი ინგლისური გუნდია, რომელიც ზედიზედ ორჯერ გავიდა ფინალში
პირველად „მანჩესტერის“ დროიდან, რომელიც ფინალში 2008 და 2009 წლებში გავიდა.
ისტორიაში მეოთხედ გავიდა გუნდი მომდევნო ეტაპზე, როდესაც პირველი თამაში სამი და მეტი ბურთით ქონდა წაგებული
„ბარსელონამ“ ზედიზედ მეორედ გაუშვა ეს უპირატესობა. გაიხსენეთ შარშანდელი „რომა“.
„ბარსელონამ“ წააგო ბოლო ოთხი ნახევარფინალიდან სამი
„ბარსელონამ“ ინგლისურ გუნდებთან ყველაზე დიდი მარცხი იწვნია
ალეკსანდრ-არნოლდს 14 ასისტი აქვს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე
უფრო მეტი, ვიდრე რომელიმე „ლივერპულელს“.
ორიჯიმ პირველი გოლები გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე
კიდევ ის გახდა 50-ე მოთამაშე, რომელსაც ლიგაზე „ლივერპულის“ მაისურით გაუტანია.
ვეინალდუმის გილებს შორის წამზომმა მხოლოდ 122 წამი დაითვალა
ვეინალდუმი პირველი მოთამაშეა, რომელმაც „ბარსელონას“ ორჯერ გაუტანა, ოღონდ შეცვლაზე შესულმა.
მესიმ მეტოქის კარის აღების ყველა მცდელობაში მიიღო მონაწილეობა
5 დარტყმა, 3 მომენტი, 0 გოლი.