LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლივერპულის საკლუბო რეკორდი და ჟოზეს დაბრუნება – რა ხდება პრემიერლიგაში

98
73459022-10158540267332573-2415686230873210880-o

„ლივერპული“ არ აგებს პრემიერლიგაში 32 მატჩია. ეს საკლუბო რეკორდია.

კლოპი 32 წაუგებელ თამაშზე: „ეს არ მაინტერესებს. იმ სეზონში მარტო ერთხელ წავაგეთ, მაგრამ მაინც არ გვეყო“.

კლოპმა პრემიერლიგის 159 მატჩში 100 მოოგო. მარტო მოურინიომ გააკეთა ეს უფრო სწრაფად.

„ლივერპულს“ პრემიერლიგაში 43 ქულა აქვს. მარტო „მან სიტის“ ქონდა 15 ტურის შემდეგ ამდენი ქულა (2017/18) და მაშინ „ქალაქელები“ ჩემპიონები გახდნენ.

ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდს 18 საგოლე პასი აქვს ამ სეზონში. ეს საუკეთესო შედეგია ლიგაში.

ორიჯიმ პირველი დუბლი მოახერხა 2016 წლის შემდეგ და პირველად გაიტანა ბოლო 4 თვეში.

ორიჯიმ „ევერტონს“ მეხუთედ გაუტანა. უფრო მეტი მხოლოდ ჯერარდს და ფოულერს აქვთ.

„მანჩესტერმა“ შეწყვიტა სამმატჩიანი მოუგებელი სერია.

„ტოტენჰემმა“ პირველად წააგო მოურინიოს ხელში.

„მანჩესტერს“ მხოლოდ სამი მშრალი მატჩი აქვს პრემიერლიგაში 2019 წელს. უარესი მაჩვენებელი მარტო „საუთჰემპტონს“ აქვს.

„ტოტენჰემი“ პრემიერლიგაში ყველაზე ხშირად „მანჩესტერთან“ აგებს. უკვე 35-ედ.

ჟოზე მოურინიო „ოლდ ტრაფორდზე“ დაბრუნდა და თეატრი მოაწყო: მუშტებს იქნევდა, ბლოკნოტს აფრიალებდა, „იუნაიტედის“ ქომაგებს ესაუბრებოდა…

 

„ლესტერმა“ ზედიზედ მეშვიდედ მოიგო პრემიერლიგაში. ეს „მელიების“ საუკეთესო შედეგია 1962/63 წლების სეზონის შემდეგ.

ვარდიმ პირველმა გაიტანა „ლესტერის“ რიგებში 50 გოლი პრემიერლიგის საშინაო შეხვედრებში.

მოუტინიოს (ვულვერჰემპტონი) წელს 9 საგოლე პასი აქვს სტანდარტებიდან. ეს საუკეთესო შედეგია ლიგაში.

„ჩელსიმ“ „ასტონ ვილა“ დაამარცხა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები