იურგენ კლოპი და „ლივერპულის“ ფეხბურთელები ბავშვთა საავადმყოფოს ესტუმრნენ.
ბიჭებმა გადატვირთულ გრაფიკში დრო მაინც გამონახეს პატარაბის გასახარად.
ჰენდერსონი, ლალანა, ლოვრენი, სტარიჯი და სხვები თავის მწვრთნელთან ერთად პატარა პაციენტებთან დამდეგი შობის მისალოცად მივიდნენ.
ბავშვებმა დღესასწაულის წინ საჩუქრები მიიღეს და შესაძლებლობა კუმირებთან ფოტოები გადაეღოთ.
იმავე დღეს მელვუდის ბაზაზე რიოს ოლიმპიური ჩემპიონი 400 მეტრზე სირბილში ვაიდე ვან ნიკერკიც მივიდა. სამხრეთ აფრიკელმაც უამრავი ფოტო გადაიღო.