LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლივერპულს კლოპი უნდა, თუმცა სხვასაც ელაპარაკება

45

ბრენდან როჯერსის გადადგომის შემდეგ ”ლივერპულმა” ახალი მთავარი მწვრთნელის ძებნა დაიწყო. როგორც ”Sky Sport Italia” იუწყება, ”მერსისაიდელები” მოლაპარაკებას არა მხოლოდ იურგენ კლოპთან და კარლო ანჩელოტისთან, არამედ ”შალკე 04-ისა და ”ჩელსის” ყოფილ მწვრთნელთან, რობერტო დი მატეოსთანაც აწარმოებენ. თუმცა, ფავორიტად მაინც კლოპი მიიჩნევა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კლოპმა ”ლივერპულთან” სამწლიანი კონტრაქტი დადო. ”ლივერპულის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა, რომელიც ინგლისის ჩემპიონატში ”ევერტონთან” მატჩის შემდეგ გადადგა, შესაძლოა კომპენსაცია მიიღოს. ”ტელეგრაფის” მონაცემებით, 42 წლის ჩრდილოირლანდიელს დაახლოებით 7 მილიონი ფუნტის იმედი უნდა ჰქონდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები