ინტერნეტ ჟურნალი Daily Mail ინგლისელი ბიზნესმენის, რიჩარდ ბრანსონის განცხადებას აქვეყნებს: კომპანია Virgin-მა, რომლის მფლობელიც თავად ბიზნესმენია, Boom Technology-ს (საავიაციო ქარხანა) 10 თვითმფრინავი შეუკვეთა. როგორც გამოცემა წერს, სპეცთვითმფრინავები ფაქტობრივად ახალი სიტყვაა საავიაციო ინდუსტრიაში.
აღსანიშნავია, რომ ახალი მოდელების ყველაზე ,,ნელი’’ ხომალდის სიჩქარე 3335 კმ/სთ-ია, რაც სტანდარტული მოდელებისგან 100 კმ/სთ-ით მეტია. ამ მაჩვენებლით ლონდონიდან ნიუ-იორკში ფრენა მხოლოდ 3.5 საათში იქნება შესაძლებელი. ახალი თვითმფრინავი ატმოსფეროს ყველაზე ზედა ფენაში იფრენს და რაკეტა-ამაჩქარებლით აღიჭურვება.
რაც შეეხება ყველაზე სწრაფ მოდელს, რომელიც კანადელი ინჟინრის, შარლ ბომბარდის მიერაა შემუშავებული, იგი 12-ჯერ სწრაფი იქნება და ლონდონიდან ნიუ-იორკამდე ფრენას მხოლოდ 11 წუთს მოანდომებს.
სპეციალური Antipode-ის კონცეპტი 12-ჯერ სწრაფი და 4-ჯერ პატარა მოცულობისაა. იგი 3.5 საათიანი მაჩვენებლის მქონე მოდელისგან განსხვავებით, მხოლოდ 10 კაცს დაიტევს და სიჩქარე 20 000 კმ/სთ იქნება.