ლონდონის სასტუმრო მსურველებს „ოსკარის“ დასაგემოვნებლად ეპატიჟება. Park Lane მზადაა, რომ „ოსკარების“ ახალი სეზონი ტრადიციულად გრანდიოზულად აღნიშნოს. სპეციალური შეთავაზება თებერვლის ბოლოდან დაიწყება და რამდენიმე თვე გასტანს. მაგალითად, სასტუმროს ბარში სტუმრებს კოქტეილის – LaLALand89-ის დაგემოვნება შეეძლებათ.
„ოსკარის“ 14 ნომინაციაზე წარდგენილი მელოდრამის მოტივებზე დამზადებული სასმელი – რომის, იტალიური ბითერის, ალუბლის ლიქიორისა და სხვა საინტერესო ინგრედიენტებისგან მზადდება. კოქტეილის ღირებულება 17 ფუნტია, ხოლო სპეციალური „ოსკარული“ მენიუსი კი – 90 ფუნტი.