რა თქმა უნდა, მოგზაურობა არასდროსაა სრულფასოვანი შოპინგისა და ტრადიციული სუვენირების შეძენის გარეშე. ასე რომ, თუ ლონდონში გეგმავთ გამგზავრებას, აუცილებლად ესტუმრეთ ქალაქის ყველაზე ცნობილ მაღაზიებს.
Bond Street – ბრენდების მოყვარულებმა აუცილებლად უნდა გაისეირნონ ისტორიულ ბონდ-სთრითზე, სადაც მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ბრენდების, მათ შორის Chanel-ის, Prada-ს და Louis Vuitton-ის ბუტიკებია თავმოყრილი.
Camden Town – ხალისიანი ბაზრობა რამდენიმე სავაჭრო რაონს აერთიანებს პატარა მაღაზიებითა და ჯიხურებით. Camden-ის ბაზრობაზე ყოველთვის თავისუფლად შეგიძლიათ შეიძინოთ თვითნაკეთი სუვენირები და ანტიკვარული ნივთები, ვინტაჟისა და თანამედროვე მოდის საუკეთესო მოდელები.
Carnaby Street – 1960-იანი წლების მოდის მიმდევართა საყვარელ ქუჩაზე ყოველთვის ფართო არჩევანია – ცნობილი მოდელიორების უნიკალური ბუტიკებით დაწყებული, ახალგაზრდა ნაკლებად ცნობილი დიზაინერების მაღაზიებით დასრულებული. ამასთანავე, პოპულარულ ქუჩაზე კოლორიტული კაფეები და რესტორნებიც მრავლადაა, სადაც ყოველთვის სიამოვნებით დაისვენებთ შოპინგით მოქანცული.