ლონდონის მთავრობამ გადაწყვიტა, ავტობუსების ნაწილი ბიო საწვავზე გადაიყვანოს, რომელიც ყავის ნარჩენებისგან დამზადდება. ასეთი ტრანსპორტი ქუჩაში უკვე გავიდა. კომპანია Transport for London დიდი ხანი ეძებდა გარემოსთვის ნაკლებად მავნე საწვავის ტიპს. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი უჩველო ხერხი მავნე გამონაბოლქვის შემცირებისთვის პირველად გამოიყენება.
BBC-ის ინფორმაციით, გადამუშავებულ ყავის ნალექს სატრანსპორტო კომპანიას ფირმა bio-bean მიაწვდის. დღეის მდგომარობით, კომპანიას ერთი წლისთვის და ერთი ავტობუსისთვის საკმარისი ბიო საწავის მარაგი აქვს.
bio-bean-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ ყოველდღიურად, ლონდონში გამოყენებული ყავის შემდეგ დაახლოებით 200 000 ყავის ნალექი რჩება. ყავისგან და ხსნადი ყავის მწარმოებელი ფაბრიკებისგან მიღებული ნალექი სპეციალურ საწარმოებში საწვავად გარდაიქმნება.
უნდა აღინიშნოს, რომ ნალექი, რომელიც 2 550 00 მირთმეული ფინჯანი ყავისგან რჩება, იძლევა ბიო საწვავის დამზადების შესაძლებლობას, რომელიც ერთ ავტობუსს ერთი წელი ეყოფა.