LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონში სამგზავრო ლაინერი საეჭვო მამაკაცის გამო დაცალეს

19

ლონდონში სამგზავრო ლაინერი საეჭვო მამაკაცის გამო დაცალეს. „მეტროს“ ინფორმაციით, შემთხვევა ჰითროუს აეროპორტში გამთენიისას მოხდა. ავიაკომპანია Cathay Pacific-ის თვითმფრინავი ჰონგ კონგში გასაფრენად ემზადებოდა, როდესაც ბორტზე დოკუმენტების არ მქონე მგზავრი აღმოაჩინეს. მამაკაცს არც ბილეთი და არც პასპორტი არ აღმოაჩნდა, ამიტომ ის მაშინვე დააკავეს და განყოფილებაში გადაიყვანეს. ამის შემდეგ ლაინერიდან ყველა მგზავრი ჩამოიყვანეს და სამართალდამცავებმა სალონი დეტალურად შეისწავლეს. ფრენა დაგვიანებით, თუმცა მაინც შესრულდა.

რაც შეეხება დაპატიმრებულ მამაკაცს, გამოძიება ამჟამად იმის დადგენას ცდილობს, თუ როგორ მოახერხა მან დოკუმენტების გარეშე ბროტზე მოხვედრა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები