Louis Vuitton-მა წარმოადგინა ახალი ჩემოდანი, რომლის ღირებულებაც 68 ათასი დოლარია. ფრანგულმა მოდის სახლმა ახალი კოლექცია Supreme-ის ბრენდთან თანამშრომლობის შედეგად შექმნა.
კოლექციის მთავარი მოდელი კი არის წითელი ფერის ჩემოდანი, რომელიც louis Vuitton-ის ჩანთების სტანდარტულ ღირებულებაზე ორჯერ უფრო ძვირია.
აღსანიშნავია, რომ გარდა ამისა, ახალი ხაზი ორიგინალურ მოსაცმელებს, სხვადასხვა მოდელის ჩანთებსა და საინტერესო აქსესუარებს აერთიანებს.
შეგახსენებთ, რომ Louis Vuitton 1854 წელს ჩანთების დამზადების დიდოსტატმა ლუი ვიტონმა დააარსა და ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ბრენდად მიიჩნევა.