10 წლის წინ სამხრეთ კორეაში საკმაოდ უცნაური პარკი შეიქმნა სახელწოდებით Jeju Loveland. აქაა წარმოდგენილი 140-მდე ეროტიკული ქანდაკება, რომელიც ინტიმური ცხოვრების ყველაზე კულუარულ მომენტებს ასახავს. „ადგილი, სადაც ეროტიკა ხელოვნებას ხვდება“ – ასე ეძახიან ადგილს, რომელსაც უამრავი ტურისტი სტუმრობს. ეს პარკი ძალზედ პოპულარულია ახალდაქორწინებულ წყვილებში.
პარკი სეულის უნივერსიტეტის ინიციატივით 2002 წელს გაშენდა. პარკის ქანდაკებების შექმნაზე 20-მა სკულპტორმა იმუშავა. მათი დათვალიერება მსურველს 1 საათის მანძილზე შეუძლია. ამავე დროს, პარკში წარმოდგენილია თანამედროვე კორეელი მხატვრების ექსპოზიციები, რომლებიც ყოველთვიურად იცვლება. პარკში შესვლა მხოლოდ 18 წელს ზევით დამთვალიერებლებისთვის არის შესაძლებელი.