ლუდს საოცარი სარგებლობა მოაქვს ადამიანის ორგანიზმისათვის, რა საკვირველია მისი ზომიერად მოხმარების შემთხვევაში. ლუდი შეიცავს B- ჯგუფის ვიტამინების კომპლექსს. კერძოდ: B2, B6 და B12. ეს ვიტამინები ხელს უწყობენ ადამიანის ორგანიზმში ჰემოგლობინის წარმოქმნას. ლუდი ასევე შეიცავს ფოლიუმის მჟავას, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს კორონალური დაავადებების რისკს.
ლუდი სასარგებლოა თირკმელებისთვის. შეიძლება გსმენიათ, რომ სასურველია ალკოჰოლისთვის თავის არიდება, რამდენადაც ის თირკმელებს აზიანებს. მაგრამ ლუდი ის სასმელია, რომელიც დაგიცავთ თირკმლის კენჭებისგან . ლუდი დაახლოებით 90% წყალს შეიცავს, რაც ებრძვის დეჰიდრატაციას და გამოდევნის ტოქსინებს თირკმელებიდან. იგი დაგიცავთ თირკმელებში კენჭების ფორმირებისგან. ლუდი აძლიერებს თქვენს ძვლებს. ის შეიცავს კალციუმს, რკინას და სილიციუმს, რომლებიც ამაგრებენ ძვლებს და აუმჯობესებენ მათი ზრდის პროცესებს.
ლუდს შეუძლია ალცჰაიმერის დაავადების განვითარების პრევენცია. მისი ზომიერი მოხმარება ამცირებს წნევას და ხელს უწყობს გულის ბლოკადის პრევენციას.
უკუჩვენებებია: მწვავე ჩირქოვანი დაავადებები, მწვავე ინფექციური დაავადებები, ტუბერკულოზის აქტიური ფორმა, ალკოჰოლიზმი, ათეროსკლეროზი, მიდრეკილებები სისხლდენებისკენ, შაქრიანი დიაბეტი, ვარიკოზული ემბოლიის საშიშროება.