LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუნობო – მალდივების ულამაზესი კუნძული ტურისტებს ელის

31

მალდივების უკაცრიელ კუნძულზე პირველი რესტორანი გაიხსნა. ულამაზესი კუნძული ლუნობო მალდივების პოპულარული კურორტებიდან 5 კილომეტრითაა დაშორებული და ცივილიზაციას იქ ჯერჯერობით არ შეუღწევია. რესტორნის მფლობელები ვარაუდობენ, რომ მათი დაწესებულების ძირითადი სტუმრები სწორედ კურორტის დამსვენებლები იქნებიან და ისინი იქ მისვლას ძრავიანი ნავით შეძლებენ. „Dhoni Sunset bar“ არის მალდივურ სტილში შესრულებული ფეშენებელური რესტორანი, სადაც სტუმრები ტრადიციული სამზარეულოს დაგემოვნებას შეძლებენ. გემრიელი სადილის შემდეგ კი მათ კუნძულზე გასეირნებაც შეეძლებათ. აღსანიშნავია, ლუნობოს სიგრძე სულ რაღაც 500 მეტრია.

Lonubo-Maafushivaru

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები