17 სექტემბერს ლუქსემბურგში ფართო საზოგადოებისთვის ქვეითთა „დაკიდულ” გადასასვლელს გახსნიან. ქვეითთა ხიდიდან მდინარე პეტრიუსა და ამავე სახელობის გასართობ პარკზე შესანიშნავი ხედი იშლება. როგორც ქალაქის მთავრობა აღნიშნავს, მსგავსი კონსტრუქცია მთელს მსოფლიოში პირველია.
„ეს მსოფლიოში პირველი საფეხმავლო ხიდია, რომელიც სახელგანთქმული ისტორიული ადოლფის სატრანსპორტო ხიდის ქვეშ არის მოთავსებული. ამ გზით ღირსშსანიშნაობის დანიშნულებაც შევინარჩუნეთ და ახალი ელემენტიც დავუმატეთ, აღნიშნავს ინფრასტრუქტურის მინისტრი ფრანსუა ბოში.
როგორც პორტალი Wort.lu წერს, პროექტი ადოლფის ხიდის რეკონსტრუქციის პროექტი არ ითვალისწინებდა ველო ბილიკს, ამის გამო კი ინჟინერებს ხიდის ქვეშ საფეხმავლო გზის „დაკიდება” მოუხდათ, რომ ველოსიპედისტებისთვის ქალაქის ცენტრში ყველაზე მოკლე გზით მოხვედრის, ტურისტებისთვის კი ქალაქის პანორამით ტკბობის საშუალება მიეცათ.