LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Luxair მსოფლიოში საუკეთესო ავიაკომპანიად დასახელდა

42

Luxair მსოფლიოში საუკეთესო ავიაკომპანიაა. მოგზაურთა პორტალმა „Edreams“ მგზავრთა გადამზიდავი ავიაკომპანიები შეისწავლა და საუკეთესოთა სიაც შეადგინა.

კომპანიის ექსპერტებმა 90 ათასი მგზავრის გამოხმაურება შეისწავლეს და თითოეული ავიაგადამზიდი სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით შეაფასეს. მათ შორის იყო კომფორტი, მომსახურება ბორტზე, გართობა, ონლაინ-რეგისტრაცია თუ ფასისას და ხარისხის შეფარდება.

საუკეთესოთა შორის საუკეთესოს წოდება ლუქსემბურგის ავიახაზებმა მოიპოვა. მეორე ადგილზე კი წინა წლის ლიდერი დიდი ბრიტანეთის ავიახაზები გავიდა. ხუთეულში ასევე საბერძნეთის, ირლანდიისა და გერმანიის გადამზიდებიც მოხვდნენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები