LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lynk & Co 03 უფრო მძლავრი და აგრესიული გახდება

131
ქირიას NEWS შაბლონი (4)

ჩინურმა ბრენდმა Lynk & Co განახლებული სედანის, 03-ის, პირველი ოფიციალური გამოსახულება გამოაქვეყნა. ავტომობილი ახალი სამოდელო წლისთვის მომზადდა და გარეგნული ცვლილებების გარდა, უფრო მძლავრ საბაზისო ძრავასაც მიიღებს. სიახლის სრულ ტექნიკურ მონაცემებს მწარმოებელი ჯერ არ ასაჯაროებს.

გამოქვეყნებული გამოსახულების მიხედვით, სედანი ნაცნობ წინა ფარებს შეინარჩუნებს, თუმცა მისი წინა ბამპერი შეიცვლება. მას უფრო დიდი ჰაერის შემშვები ღიობები ექნება, რაც ავტომობილს სპორტულ და აგრესიულ იერს შესძენს. ასევე შეიცვლება ბორბლების თაღები, რომლებიც უფრო განიერი გახდება. მოდელის ერთ-ერთ ვერსიაში დიდი უკანა ანტიფრთაც შენარჩუნდება.

განახლებული ავტომობილის ფოტოები ჩინურმა გამოცემა AutoHome-მაც გამოაქვეყნა. სურათებზე ჩანს, რომ დიზაინერები მთლიანად ახალ იერსახეს არ ქმნიან – ისინი უკვე ცნობილ სტილს უფრო მკვეთრი დეტალებით ავითარებენ.

ძრავები უფრო მძლავრი გახდება

ამჟამად Lynk & Co 03-ის ძრავების გამაში 1,5 და 2,0 ლიტრიანი ტურბო აგრეგატებია. პირველი 181 ცხენის ძალასა და 290 ნიუტონმეტრს, მეორე კი 272 ცხენის ძალასა და 400 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს.

ჩინეთის მრეწველობისა და ინფორმატიზაციის სამინისტროს სასერტიფიკაციო მონაცემების მიხედვით, განახლებული სედანის საბაზისო 1,5 ლიტრიანი ძრავის სიმძლავრე 201 ცხენის ძალამდე გაიზრდება. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე საათში 205 კილომეტრი იქნება.

მწარმოებელს ჯერ არ დაუზუსტებია, შეიცვლება თუ არა 2,0 ლიტრიანი ძრავის მახასიათებლები. ასევე უცნობია განახლებული მოდელის სალონის დეტალები, კომპლექტაციების ჩამონათვალი და გაყიდვების დაწყების თარიღი.

Lynk & Co ბრენდს ჩინური კონცერნი Geely ფლობს. კომპანია ბოლო წლებში სპორტული ხასიათის მოდელების ხაზს ავითარებს და პარალელურად ჰიბრიდულ ტექნოლოგიებსაც აფართოებს. განახლებული 03-ის შემთხვევაში კი მთავარი აქცენტი ამ ეტაპზე უფრო აგრესიულ დიზაინსა და საბაზისო ვერსიის სიმძლავრის ზრდაზე კეთდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები