LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაცაცო თოხაძე: ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა 17 წლის ასაკში, სამჯერ გათხოვდებიო, ალბათ, სიცილად არ მეყოფოდა…“

1216
მაცაცო თოხაძე

ჰიტის „საკუთარი ბედნიერება“  შემსრულებელი, მომღერალი მაცაცო თოხაძე მესამედაა გათხოვილი. როგორც ჟურნალ „თბილისელებს„ უმხელს, თავადაც ვერ დაიჯერებდა, ვინმეს 17 წლის ასაკში მისთვის რომ ეთქვა, სამჯერ გათხოვდებიო:

„ყურეს ძალიან ხვდება ეს „სამჯერ გათხოვილი“ და სულ არ მიკვირს. თავად ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა, 17 წლის ასაკში, რომ სამჯერ გათხოვდებიო, ალბათ, სიცილად არ მეყოფოდა. ახლა ვინმეს ოჯახის დანგრევის ამბავს რომ ვიგებ, უფრო განვიცდი. ახალგაზრდობაში, ალბათ, შედარებით მარტივად ვიღებთ ამ მოცემულობას. ჩემს წარსულში არაფერს ვნანობ. ორმა ქორწინებამ ორი არაჩვეულებრივი შვილი მაჩუქა. 30 წელი კი ნამდვილად გარდამტეხი აღმოჩნდა, ახალი ცხოვრება დავიწყე და აგერ უკვე 16 წელიწადია, მყარად ვდგავარ დედამიწაზე…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები