თქვენ შეგიძლიათ დიდი ხნის განმავლობაში იკამათოთ Mad Max-ის ფილმისა თუ ვიდეოთამაშთან დაკავშირებით, მაგრამ, ფაქტია, რომ მისი პოპულარობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ოთხსაბურავიანი მონსტრები გახლავთ, რომელიც უდაბნოს მაცხოვრებლებმა შექმნეს. ყველაზე საინტერესო კი გახლავთ ის ფაქტი, რომ დღესაც თანამედროვე გრაფიკისა და ანიმაციის პირობებში შექმნილი უნიკალური ავტომობილები სინამდვილეშიც არსებობს.
Plymouth Rock
შორეულ 1937 წელს ეს ავტომობილი სედანი გახლდათ, მაგრამ ახლა, ის მოსიარულე ჯოჯოხეთია. მეტსაც გეტყვით… ძველი სედანიდან, დღევანდელ ავტომობილის, მხოლოდ სახელი და ჩონჩხი შერჩა, დამატებული ეკლები კი ავტომობილს უფრო შემზარავ სანახავს ხდის.
Bigfoot
ეს დინოზავრი პიკაპის, Fargo-ს ბაზაზე შეიქმნა 30-ან წლებში. თუმცა, თანამედროვე ვერსია გამორჩეულია 66 დიუმიანი დისკებითა და V8 ტიპის მძლავრი ძრავით, რომელსაც ხელყუმბარასთან პირდაპირი კონტაქტის გაძლებაც შეუძლია…
Buggy #9
ეს ავტომობილი ავსტრალიელი ტუნინგ ატელიეს ერთ-ერთი ექსპერიმენტი გახლავთ Chevrolet Corvette-ზე და მისი გამარიაჟება 70-ან წლებში დასრულდა. დღეისთვის კი უდაბნოს ერთ-ერთი საუკეთესო ავტომობილად ითვლება.
FDK
თუ ვინმე ფიქრობს, რომ ”ხოჭო” მხოლოდ გოგონების ავტომობილია, ძალიან ცდება. ამის ნათელი მაგალითია Mad Max-ში გამოყენებული მოდელი, რომელიც ესკორტირებით არის დაკავებული. Volkswagen Beetle-ს ბაზაზე შექმნილი ეს პატარა ავტომობილი, საკმაოდ მძლავრი და მოხერხებულია უდაბნოს ორთაბრძოლებში..
The Gigahorse
აიღეთ Cadillac Coupe DeVille და ჩაუტარეთ მას ძარის ლობოტომია, შემდეგ აიღეთ დარჩენილი ნაწილები – სწორედ ასე შეიქმნა უდაბნოს მონსტრი, რომელსაც ორი V8 ტიპის ტურბინიანი ორი ძრავი აქვს…
Interceptor
მთავარი გმირი არ იქნებოდა ის, ვინც ჩვენ ვნახეთ, რომ არა 1974 წელს დამზადებული Ford XB Falcon. საბოლოო ჯამში, ამ ავტომობილმა შეშლილ ავტოპარკს განსაკუთრებული მიმზიდველობა შესძინა…
Mack
უდაბონოს გემი, ფილმისა და ვიდეოთამაში ერთ-ერთი მთავარი ავტომობილია. თუ ვინმეს სურს A პუნქტიდან B პუნქტამდე გადაადგილება, Mack-ი იდეალური ვარიანტია, რომელიც მზად არის ნებისმიერ დაბრკოლებას გაუმკლავდეს.
The Nux Car
Chevrolet-ის კიდევ ერთი ავტომობილი, რომელიც შეშლილ უდაბნოში V8 ტურბინიანი ძრავით არის წარმოდგენილი ვინმეს შეიძლება არასაკმარისად მოეჩვენოს, სწორედ ამიტომ, ამ ავტომობილის სიმძლავრის მთავარი საიდუმლო აზოტში იმალება… მისმა მუტაციის უნარმა, გამშვებმა სისტემამ და უნიკალურმა ძარამ, მას უნიკალური ადგილი მიანიჭა შეშლილ ავტოპარკში.
Peacemaker
ეს ავტომობილი ამერიკული Musclecar-ის კლასიკა გახლავთ, რომელიც უდაბნოს პირობებში თავს საკმაოდ კარგად გრძნობს. ”მშვიდობისმყოფელი”, სწორედ ასე უწოდებენ მას შეშლილთა სამყაროში.
Fighting Swine
უდაბნოს ტანკერი, დამზადებული უდაბნოში დარჩენილი მეტალის დეტალებისგან, შეშლილთა სამყაროს საწვავით ამარაგებს. საწვავი ნებისმიერ დროის პირობებში ყველაზე ძვირად ფასობს, შესაბამისად მისი დაცვა აუცილებელია. ეს უდაბნოშიც კარგად იცნოდნენ და სწორედ ამიტომ, შექმნეს გენიალური ტანკერი, რომლის დაზიანებაც ფაქტობრივად შეუძლებელია…