LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადლობა ბიჭებო: საქართველო ევროპის ნაწილია (ვიდეო)

27

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მიდის. ზედიზედ მეოთხედ. შესაბამისად, ჩვენმა კალათბურთელებმა ამას უკვე მიგვაჩვიეს და სხვა შედეგს გულშემატკივარი ვერ მიიღებდა.
მიუხედავად იმისა, რომ მონტენეგროსთან გასვლითი მატჩის დაწყებამდეც უკვე ნათელი იყო, რომ ჩვენები ევროპაზე მაინც წავიდოდნენ (მხოლოდ 73-ქულიანი წაგება დაგვტოვებდა თამაშგარე), საქართველომ ბოლომდე იბრძოლა და დაუფასდა კიდეც: იბრძოლა იმიჯისთვის, ხალხისთვის, ერთმანეთისთვის, ქვეყნისთვის და ამიტომაც უფასდება მსგავსი მიდგომა და გარჯა და ქართველი ხალხი ქართველ კალათბურთელებს მუდამ გვერდში უდგას, ქომაგობს და მადლიერია.

ყოჩაღ ბიჭებო და მადლობა!

ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა ევრობასკეტი 2017-ის შესარჩევ F ჯგუფში ბოლო მატჩი ქალაქ ბარში მონტენეგროსთან გამართა და დაძაბულ და დრამატულ ბრძოლაში 90:84 მოიგო. ამით ჩვენმა ნაკრებმა რევანში აიღო თბილისში წაგებისთვის და ჯგუფში პირველი ადგილიც დაიკავა.

პირველი მეოთხედი საქართველომ 8-ქულიანი უპირატესობით 26:18 მოიგო. მეორე მეოთხედში მასპინძლებმა სხვაობა 4 ქულამდე შეამცირეს და დიდ შესვენებაზე ანგარიში 45:41 იყო, საქართველოს სასარგებლოდ.
მესამე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა 19:21 წააგო და ბოლო მეოთხედის წინ ანგარიში 60:62 გახდა, ჩვენს სასარგებლოდ.

ბოლო მეოთხედი კი მაგარი გამოდგა. ჩვენები რისკის ქვეშ იყვნენ, პერსონალურებით დაიტვირთნენ და დიდი შანსი იყო თამაშს ლიერები გამოთიშოდნენ. პრინციპში ასეც მოხდა, შერმადინი და ბურჯანაძე 5-5 პერსონალურის გამო გავარდნენ, ბეწვზე იყვნენ ცინცაძე და ფაჩულია… თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა, თუმცა 2 წუთით ადრე მასპინძლები 5 ქულით დაწინაურდნენ და აქ თითქოს გადაწყდა თამაშის ბედი, მაგრამ ჩვენები არ დანებდნენ და უკვე ერთი წუთის შემდეგ უკვე სტუმრები იგებდნენ: ჯერ დიქსონმა, შემდეგ ვიქტორ სანიკიძემ ზედიზედ ზუსტი 3-საქმულიანებით დაგვაწინაურეს (სანიკიძემ ლამის თბილისიდან ჩააგდო), ზაზამ კი ორი ზუსტი საჯარიმოთი უპირატესობა სამ ქულამდე გაზარდა.
დარჩენილ წამებში მაიკლ დიქსონმა ორი საჯარიმო ჩააგდო, სანიკიძემ – ერთი და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა – 90:84.

მატჩში ყველაზე მეტი, 31 ქულა მაიკლ დიქსონმა მიითვალა. ორმაგი დუბლი შეასრულა ზაზა ფაჩულიამ (21 ქულა, 13 მოხსნა, 5 პასი). 14 ქულითა და 7 მოხსნით დაეხმარა გუნდს ვიქტორ სანიკიძე, 13 ქულითა და 7 პასით – გიორგი ცინცაძე.

საქართველო ისტორიაში მეოთხედ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

კიდევ ერთხელ: მადლობა ბიჭებო!

????????????????????????????????????

????????????????????????????????????

https://www.youtube.com/watch?v=_Urniqs4MoM

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები