LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადლობა ყველას, ჩვენ ერთიანი ძალებით ვაშენებთ მომავალს

19

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა გენერალურ მენეჯერთან ერთად „ქორთიარდ მერიოტში” პრესკონფერენცია გამართა, რომლებმაც მადლობა გადაუხადეს ყველა იმ გულშემატკივარს, რომელიც ნაკრებს გვერდში ედგა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროსაკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო ტურში სტუმრად მონტენეგრო დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი და ევრობასკეტის აგზური დაიმსახურა.
ილიას ზუროსი:
დიდი მადლობა ამ ხნის განმავლობაში ჩვენს გვერდით დგომისთვის. მე მსურს, მივულოცო ყველას ეს წარმატება, რასაც ერთად მივაღწიეთ, დიდი და თავდადებული შრომის შედეგად. მე დავიწყებ ფედერაციიდან ამ მადლობას, მათ პირველივე დღიდან გამომიცხადეს ნდობა და მეც მქონდა იმის ამბიცია, რაიმე კარგი გამეკეთებინა. ვამაყობ, რომ მათი გუნდის წევრი ვარ. ეს არამარტო შედეგზეა დამოკიდებული, ისინი ყოველთვის ცდილობენ ააშენონ კარგი გუნდი და მწვრთნელთა შტაბი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და დამოკიდებულია არამარტო პრეზიდენტზე, არამედ ყველაზე, ვინსთან ერთადაც მთლიან გუნდს გვიწევს მუშაობა – ჩვენ ერთად მომავალს ვაშენებთ. ასე რომ კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო – მე ძალიან ბენდიერი ვარ რომ საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან მიწევს მუშაობა. ჩვენ ერთად ვცდილობთ რომ ავამუშავოთ გეგმის ის ყველა საფეხური, რომელზეც პირველივე დღიდან დავიწყე ფიქრი და საუბარი.

დიდ მადლობას გადავუხდი ჩემს სამწვრთნელო შტაბს – განსაკუთრებით კოტე ტუღუშს და ირაკლი ხოშტარიას. ისინი მეხმარებოდნენ ბევრს და დღე და ღამე მუშაობდნენ, რომ კარგად შემესწავლა თითოეული ჩვენი მოთამაშის მენტალიტეტი. ასევე მადლობა გუნდის ყველა დანარჩენ წევრს – იმისათვის რომ ასეთ მოკლე დროში – 2 თვეში მოვახერხეთ და კარგად მოვემზადეთ ამ თამაშებისათვის. ამ 6 თამაშში ჩვენ უნდა გვეჩვენებინა საუკეთესო შედეგი, ეს კი ნამდვილად არ იყო ადვილი. ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ჰგონია, რომ ეს არაფერია, მაგრამ ეს ძალიან რთულია, როდესაც ამ სიტუაციასთან პირისპირ აღმოჩნდები. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ გუნდის ექიმებმა ფასდაუდებელი სამუშაო გასწიეს. ჩვენს მოთამაშეებს ამ ორი თვის განმავლობაში ბევრი ტრავმები ჰქონდათ. თემო, ზაქრო და ზურა ამაში ძალიან გვეხმარებოდნენ. მადლობა აგრეთვე პაატას, რომელიც გვერდით გვედგა. ხალხს შეიძლება უნდა კარგი შედეგი და არც კი იციან, თუ რამდენი ხალხი მუშობს და რამდენი შრომა უნდა ჩაიდოს, რომ ამ კარგ შედეგს მიაღწიო. ისინი თავდაუზოგავად შრომობენ 24/7-ზე. ვლადიმერ ბოისა და პაატა ლობჟანიძე ბევრს მუშაობდნენ იმაზე, რომ თავი ყველას კომფორტულად გვეგრძნო, გადაეწყვიტათ ყველა, პრობლემა რაც მუშაობის პროცესში და დროის განმავლობაში გვქონდა.

ყველას დიდი მადლობა, ყველა ჩვენს მოთამაშეს, რადგან სწორედ მოთამაშეები არიან ისინი, ვინც ამ ბევრი მუშაობის შედეგს მოედანზე ასახავენ. ისინი მუშაობენ ბევრს და თამაშობენ შესანიშნავად, რომ შედეგი აჩვენონ. როდესაც აქ სამუშაოდ ჩამოვედი, ბევრს ვლაპარაკობდი დაცვის შესახებ, იმიტომ რომ მჯერა, რომ კარგი დაცვითი თამაშის წყალობით კარგი შედეგის დაფიქსირება შეიძლება. რა თქმა უნდა არ შეიძლება დავივიწყოთ ის ფასდაუდებელი სამუშაო, რომელიც იგორ კოკოშკოვმა გასწია ნაკრების ჩამოყალიბებაში. მან ასე ვთქვათ ცნობილი გახადა ქართული კალათბურთი ევროპისათვის. იმ შედეგებმა, რაც მან ევრობასკეტებზე აჩვენა, საქართველოზე, როგორც საკალათბურთო ქვეყანაზე ყველა აალაპარაკა. წელს. ჩვნ საერთო ჯამში კარგი შედეგი ვაჩვენეთ ისეთ ძლიერ ნაკრებთან როგორიც მონტენეგროს ყავს, გუნდთან, რომელსაც კარგი და გამოცდილი მწვრთნელი და ევროპაში ერთერთი საუკეთესო წინა ხაზი ჰყავს.

ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ჩვენ გვქონდა ჟინი მოგებისა, ჩვენმა მოთამაშეებმა ყველაფერი აჩვენეს, რაც შეეძლოთ კარგი შედეგის დასაფიქსირებლად. მე ძალიან ვამაყობ ჩვენი მოთამაშეებით. ეხლა ისღა დაგვრჩენია, რომ მუშობა გავაგრძელოთ, რადგან პირველი მიზანი წარმატებით შევასრულეთ, რაც დასახული გვქონდა – გავედით ევრობასკეტზე. ჩვენ ახლა მომავლზე უნდა ვიფიქროთ. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას, ვინც ამ წარმატებაში პასიურად თუ აქტიურად, რამე ფორმით მიიღთო მონაწილეობა. დიდი მადლობა გულშემატკივარს. 2 მატჩის ბილეთები სრულიად ამოიყიდა და ეს დაუჯერებელია და ძალიან სასიამოვნო, როდესაც ამხელა მხარდაჭერას გრძნობ. ჩვენ ბედნიერები ვართ! ჩვენ აუცილებლად დავუბრუნებთ ყველა იმ დადებით ემოციას, რაც მათ ჩვენ ამ ხნის განმავლობაში მოგვცეს!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები