გამოცემა „ABC“-ის ინფორმაციით, გოლფი ესპანეთში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, ამიტომ ქალაქის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ სპორტის ეს სახეობა ტურიზმის განვითარებისთვის გამოიყენოს.
გოლფის ასოციაციის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ესპანეთს ყოველწლიურად 2 მილიონამდე გოლფის მოყვარული აკითხავს და თუკი მათ საყვარელი საქმიანობით დაკავება შეეძლებათ, მაშინ ქვეყანაში კიდევ უფრო მეტ დროს დაყოფენ. ოფიციალურ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ გოლფს ღარიბი მოგზაურები არ თამაშობენ და როგორც წესი, ისინი სტანდარტულ ტურისტთან შედარებით 5-ჯერ მეტს ხარჯავენ.
საინტერესოა, რომ მადრიდს ყოველწლიურად 5 მილიონი ადამიანი აკითხავს და თუკი ამას გოლფის მოყვარულებიც დაემატებიან, მაშინ ქალაქის შემოსავალი რამდენიმე პროცენტით გაიზრდება.