LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადრიდის მეტრო ამანათების დარიგებას დაიწყებს

109
მადრიდის მეტრო ამანათების დარიგებას დაიწყებს

მადრიდის მეტროს მატარებლებს ამანათების დასარიგებლად გამოიყენებენ. ამ გზით ესპანეთის დედაქალაქში გზებზე სატვირთოების შემცირება სურთ, წერს Rail Journal.

ექსპერიმენტი 3 თვე გაგრძელდება. ფოსტის დასარიგებლად ცალკე მატარებელს გამოყოფენ, რომელიც 19:00 საათიდან 20:00 საათამდე მე-12 ხაზზე ივლის. მთლიანობაში მას დღეში 700 ყუთის გადატანა შეეძლება.

გზავნილებს მადრიდის მეტროპოლიტენის თანამშრომლები დაიცავენ, დატვირთვა-ჩამოტვირთვის პროცესს კი მხოლოდ 3 წუთი დასჭირდება.

ოქტომბრიდან სატვირთო შემადგენლობა მეტროს კიდევ ერთ ხაზზე დაიწყებს კურსირებას.

სადგურზე მოტანილ ტვირთს დანიშნულების პუნქტებამდე ველოსიპედებით მიიტანენ, რათა გადაზიდვის დროს გარემოს დაბინძურება მინიმუმამდე შეამცირონ.

შეგახსენებთ, რომ ევროპაში მავნე გამონაბოლქვის 70% სწორედ ავტომობილზე მოდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები