კლუბების ევროპულმა ასოციაციამ (ECA) და საფეხბურთო აგენტების საფეხბურთო ასოციაციამ (EFAA) 2017 წლის Globe Soccer Awards-ის ლაურეატები გაარკვიეს. ცერემონია დუბაიში გაიმართა.
მთავარ ნომინაციაში -“წლის საუკეთესო ფეხბურთელი”, გაიმარჯვა მადრიდის “რეალის” ფორვარდმა კრიშტიანო რონალდო.
„რეალის“ დამრიგებელი ზინედინ ზიდანი 2017 წლის საუკეთესო მწვრთნელი გახდა; წლის გუნდი – „რეალი“.
საუკეთესო აგენტად აღიარეს პორტუგალიელი ჟორჟე მენდეში; საუკეთესო არბიტრად – გერმანელი ფელიქს ბრიხი; მსოფლიოში საუკეთესო ლიგა – ესპანეთის პრიმერა დივიზიონია.