LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადრიდის რესტორანში „ანტიბრექსიტული“ მენიუ გაჩნდა

19

მადრიდის რესტორანში „ანტიბრექსიტული“ მენიუ გაჩნდა. ერთ-ერთი ცნობილი რესტორნის Metro Bistro-ს შეფ-მზარეულმა გადაწყვიტა, რომ ეჩვენებინა ბრიტანელებისთვის, თუ რაზე თქვეს უარი. ამიტომ, მან შექმნა ახალი კერძები, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოტანილი პროდუქტებით მზადდება.

„ანტიბრექსიტული“ მენიუ ძალიან საინტერესოდ გამოიყურება და გარდა უგემრიელესი საკვებისა ასევე, ფრანგულ, იტალიურ, ესპანურ, გერმანულ, პორტუგალიურ და შვედურ სასმელებსაც მოიცავს.

რაც შეეხება დესერტს, ის ბრიტანულია, რითაც შეფმა დაამტკიცა, რომ ევროპას ბრიტანეთი კვლავინდებურად უყვარს და მასზე უარის თქმას არ აპირებს.

1482230221_550174_0

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები