LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადრიდს „ზედმეტი“ ხეებისგან გაათავისუფლებენ

25

მადრიდს „ზედმეტი“ ხეებისგან გაათავისუფლებენ. ქალაქის მუნიციპალიტეტი გაზაფხულისთვის მზადებას საქალაქო ფლორის ინსპექციით იწყებს. სპეციალისტების ინფორმაციით ქალაქის ცენტრში  103 940 ხე ხარობს და მათგან 10 488 უკვე ხანდაზმულია. შესაბამისად, თუკი მათ არ მოჭრიან, შესაძლოა სერიოზული პრობლემები გამოიწვიონ.

შეგახსენებთ, რომ ქალაქის გამწვანების გეგმის მიხედვით 2017 წელს მადრიდს 7 000 ახალი ხე უნდა დამატებოდა, თუმცა სიახლის გათვალისწინებით მცენარეების რაოდენობა მინიმუმ 14 000-მდე გაიზრდება.

მართალია, ამ გადაწყვეტილებას მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ, თუმცა ეკოლოგიის დასაცავად ყველა ხერხი მისაღებია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები