2026 წლის 1 იანვრიდან მადრიდში 400 000 მანქანა ვეღარ შეძლებს გადაადგილებას — შეზღუდვა პირველ რიგში ეკოლოგიურად საზიანო ავტომობილებს შეეხებათ. მათ შორის არიან 25 წელზე მეტი ასაკის ბენზინის ძრავის მქონე მანქანები და 20 წელზე მეტი ასაკის დიზელის მანქანები.
გამონაკლისი შეეხებათ მხოლოდ ისტორიულ მანქანებს, მაგრამ ისინი ქუჩებში მხოლოდ თვის გარკვეულ დღეებში და მხოლოდ სპეციალური ნებართვით გამოჩნდებიან. ბუნებრივია, აკრძალვა არ გავრცელდება სასწრაფო დახმარების მანქანებზე და შშმ პირების ტრანსპორტზე.
მონიტორინგს ვიდეოკამერებით განახორციელებენ და დაჯარიმებულებს 200 ევროს გადახდა მოუწევთ.
ეს არის ერთ-ერთი ზომა, რომლის საშუალებით მადრიდი სათბური გაზების 60%-ით შემცირებას ვარაუდობს. 2020 წელს ქალაქის მერიამ დაიწყო პროგრამა, რომლის მიხედვითაც არაეკოლოგიური მანქანების მფლობელები მათი განადგურებისთვის 2500 ევროიანი ბონუსის მიღებას შეძლებენ.
მსგავსი ზომები ევროპის სხვა დედაქალაქებშიც მოქმედებს. მაგალითად, ბუქარესტში გეგმავენ დაბალი გამონაბოლქვის ზონის შექმნას, ხოლო ბერლინის ცენტრში „მავნე“ ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვას.