LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადრიდში ელექტრო ველოსიპედებით გადაადგილება უფასო იქნება

130
Bicimad-is-free-from-today-how-to-use-the-Madrid-750x375

მარტის დასაწყისიდან მადრიდში საქალაქო ელექტრო ველოსიპედები BiciMad უფასო გახდა. უფასო მგზავრობის გამოყენება მსურველებს დღეში განუსაზღვრელი რაოდენობით შეეძლებათ. ერთადერთი შეზღუდვა – მგზავრობის მთელმა დრომ 30 წუთს არ უნდა გადააჭარბოს, წერს ruetir.com.

მთლიანობაში ესპანეთის დედაქალაქში 7,5 ათასი ახალი ელექტრო ველოსიპედი და 611 სადგური მუშაობს.
უფასო მგზავრობის საშუალება ადგილობრივებსა თუ ქალაქის სტუმრებს 31 მაისამდე ექნებათ.

მერიას იმედი აქვს, რომ მადრიდელები უფრო ხშირად გამოიყენებენ ეკოლოგიურ ტრანსპორტს და კერძო ავტომობილებზე უარს იტყვიან. ამავე მიზნით, მადრიდის მერია პირადი ელექტრონული ტრანსპორტის შეძენის შემთხვევაში მოქალაქეებს ღირებულების 50%-ს უკან უბრუნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები