ესპანეთში, კერძოს კი მადრიდის გარკვეულ ნაწილში უპილოტო ავტობუსები დატესტეს. ადგილობრივებს ახალი ტრანსპორტის გამოცდა უფასოდ შეეძლოთ და მარშრუტი 2 კილომეტრზე ცოტა მეტს მოიცავდა. სიახლის შესახებ 20 minutos წერს.
ავტობუსი გზაზე ორიენტირებას მაღალი სიხშირის სენსორების დახმარებით ახერხებს, რომლებიც საგზაო პირობებს და ზოგად სიტუაციას აანალიზებენ. მაგალითად, ასეთ სენსორს უსწრაფესად შეუძლია გზაზე წარმოქმნილი წინაღობის აღმოჩენა და შეჯახების თავიდან არიდება ფრთხილი დამუხრუჭებით.
ტესტირების დროს ავტობუსში მუდმივად იმყოფებოდა მძღოლი, რომელიც ყურადღებას აქცევდა ავტობუსს და საჭიროების შემთხვევაში მართვის საკუთარ თავზე აღება შეეძლო. ეს – ავტონომიური ტრანსპორტის გამოცდის ეტაპზე უსაფრთხოების სტანდარტული ნორმაა. მადრიდის შემთხვევაში ყველა მგზავრობამ სირთულეების გარეშე ჩაიარა.
უპილოტო საზოგადოებრივ ტრანსპორტს ტესტავენ ევროპის სხვა ქალაქებშიც. მაგალითად, უპილოტო ავტობუსები დადიან ტარტუს (ესტონეთი), კოპენჰაგენის და ფრანკფურტის (გერმანია) ქუჩებში.