LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაგარი წყვილები დაჯდა: ჩემპიონთა ლიგის წილისყრა და პირველი რეაქციები

138
Capture

ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.
როგორც მოსალოდნელი იყო, რამდენიმე ძალიან მაგარი წყვილი დაჯდა. ქომაგებს მოსაწყენად საქმე არ ექნებათ და ფიცხელი ბრძოლებია მოსალოდნელი.

 

ბორუსია – პსჟ

რეალი – სიტი

ატალანტა – ვალენსია

ატლეტიკო – ლივერპული

ჩელსი – ბაიერნი

ლიონი – იუვენტუსი

ტოტენჰემი – ლაიპციგი

ნაპოლი – ბარსელონა

პირველი მატჩები გაიმართა 18, 19, 25 და 26 თებერვალს. საპასუხო – 10, 11, 17 და 18 მარტს.

 

მცირეოდენი ცხელ-ცხელი კომენტარები.

ტომას მიულერი: „ბაიერნი“ დარწმუნებულია საკუთარ თავში, მე მაწყობს წილისყრის შედეგები“.

ნედვედი „ლიონზე“: „იუვენტუსს საწუწუნო არაფერი აქვს“.

მარკო როისი: „ბორუსიას“ მიზანია მომდევნო ეტაპზე გასვლა“.

ჯენარო გატუზო: „“ბარსელონას“ შიშის გარეშე ვეთამაშებით“.

მოურინიო: „გუნდებს, რომლებმაც ჯგუფი მოიგეს, „ტოტენჰემზე“ უკეთესი ვარიანტები აქვს“.

კლოპი და სიმეონე პირველად ხვდებიან ევროთასებზე.

გვარდიოლა კარიერაში ყველაზე მეტჯერ „რეალს“ შეხვდა – 17-ჯერ. 3 ბოლო მატჩი პეპმა წააგო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები